Wednesday, July 9, 2014

ტრენინგის საბოლოო მუშაობა

მართლაც საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო მთლიანად მოდული. ვისწავლეთ ელექტრონული მუშაობა კერძოდ პროექტზე,  როგორ დავგეგმოთ სწავლება ისე, რომ მოსწავლეებს განუვითაროთ მაღალი სააზროვნო დონის და 21-ე საუკუნის უნარები.
  დავრეგისტრირდით ბლოგზე და ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, გავიგეთ აგრეთვე როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტ-საშუალებებს ეფექტურად ჩვენი მიზნებისთვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გაზეთის სახით,  შევქმენით შეფასების სქემები,  განვიხილეთ და გამოვიყენეთ ფასილიტაციის ნიმუშები   ჩვენი პროექტის შესაბამისად.
  ვისწავლეთ დრაივზე მუშაობა და ჩვენი მასალების ატვირთვა - გამოქვეყნება.
 დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს რუსუდან მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო, ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობისათვის.


ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

მოგზაურები  და აღმოჩენები

Tuesday, July 8, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

შევაჯამეთ წინა დღის საკითხები, ვნახეთ კოლეგის გაზეთის პრეზენტაცია შემდეგ განვიხილეთ შეფასების სახეები: მასწავლებლის შეფასება, მოსწავლის თვითშეფასება და მოსწავლეთა ურთიერთ-შეფასება.

Tuesday, July 1, 2014

მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ პრაქტიკულად, ვნახეთ გაზეთის სხვადასხვა შაბლონი, ამოვირჩიეთ ჩვენთვის სასურველი შაბლონი და დავიწყეთ მისი შევსება.

Monday, June 30, 2014

ტრენინგის მე-5 დგე

.
დღევანდელი ტრენინგი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, დატვირთული პრაქტიკული სამუშაოებით. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა, პროექტის პრეზენტაციის გასაკეთებლად ასევე ინტერნეტის გამოყენება, სასურველი ინფორმაციის გადმოწერა საავტორო უფლებების გათვალისწინებით.

Sunday, June 29, 2014

მეოთხე დღე

დღეს განვიხილეთ კონკრეტული პროექტებისთვის შეკითხვები და მათი სახეები გავარჩიეთ მათი ტიპები. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სქემები. ამოვარჩიეთ ჩვენთვის საჭირო შეფასების სქემები განვსაზღვრეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და საჭიროებები.

Tuesday, June 24, 2014

ტრენინგის 3 დგე
დგეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე, თემიდან გამომდინარე შევარჩიეთ სტანდარტები და ინდიკატორები.შევარჩიეთ ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. განვიხილეთ შეკითხვების ტიპები მათ შორის განსხვავებები.