Wednesday, July 9, 2014

ტრენინგის საბოლოო მუშაობა

მართლაც საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო მთლიანად მოდული. ვისწავლეთ ელექტრონული მუშაობა კერძოდ პროექტზე,  როგორ დავგეგმოთ სწავლება ისე, რომ მოსწავლეებს განუვითაროთ მაღალი სააზროვნო დონის და 21-ე საუკუნის უნარები.
  დავრეგისტრირდით ბლოგზე და ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, გავიგეთ აგრეთვე როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტ-საშუალებებს ეფექტურად ჩვენი მიზნებისთვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გაზეთის სახით,  შევქმენით შეფასების სქემები,  განვიხილეთ და გამოვიყენეთ ფასილიტაციის ნიმუშები   ჩვენი პროექტის შესაბამისად.
  ვისწავლეთ დრაივზე მუშაობა და ჩვენი მასალების ატვირთვა - გამოქვეყნება.
 დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს რუსუდან მარკოზაშვილს ასეთი საინტერესო, ენერგიული და ნაყოფიერი მუშაობისათვის.


ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

მოგზაურები  და აღმოჩენები

Tuesday, July 8, 2014

ტრენინგის მე-7 დღე

შევაჯამეთ წინა დღის საკითხები, ვნახეთ კოლეგის გაზეთის პრეზენტაცია შემდეგ განვიხილეთ შეფასების სახეები: მასწავლებლის შეფასება, მოსწავლის თვითშეფასება და მოსწავლეთა ურთიერთ-შეფასება.

Tuesday, July 1, 2014

მეექვსე დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ პრაქტიკულად, ვნახეთ გაზეთის სხვადასხვა შაბლონი, ამოვირჩიეთ ჩვენთვის სასურველი შაბლონი და დავიწყეთ მისი შევსება.